- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, ავტომობილში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ცეცხლმოკიდებული ავტომობილი ადგილზე დაიწვა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტის მიზეზებისა და დეტალების დასადგენად.
