- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ბოლო რამდენიმე დღეში ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“,- განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ჰააგაში.