- “ზუგდიდელები” გაფრთხილებთ – მძღოლებმა ყურადღება მიაქციეთ, – კოსტავას ქუჩაზე, ბიბლიოთეკის მიმდებარედ, საპარკინგე სივრცეები გაუქმდა და იქ გაჩერების ამკრძალავი ნიშანი გაჩნდა.
როგორც “ზუგდიდელებს” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურმა განუმარტა, აღნიშნულ მონაკვეთზე, შუქნიშანთან, საპარკინგე სივრცეები, ქმნიდა საშიშ საცობებს და ტვირთავდა სავალ ზოლს, რაც გახდა მიზეზი ამ ადგილზე პარკირების სივრცის გაუქმებისა.
ამ მონაკვეთზე, უკვე დაიდგა დგომა – გაჩერების ამკრძალავი ნიშანი, რაც უყურადღებოდ არ უნდა დაგრჩეთ, რადგან გამოიწვევს თქვენს დაჯარიმებას.