- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ყილოშტყებამი“ იმყოფებოდა ბულგარეთში, ქალაქ პლოვდიშში, საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც 8 ქვეყანა მონაწილეობდა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინფორმაციით, „ყილოშტყებამი“ ჟიურისა და ხალხის ფავორიტი აღმოჩნდა. ანსამბლს გადაეცა სერთიფიკატი.
“მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე მხარს უჭერს ნიჭიერი ახალგაზრდების პოპულარიზაციას. სასახლის აღსაზრდელები მუდმივად არიან საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში ჩართულნი და არაერთგზის გამარჯვებულები”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.