ღია ფერის თვალები-ვარსკვლავების რჩეულები


  • ხალხური თქმულებების თანახმად, ადამიანის თვალის ფერი დიდწილად განაპირობებს მისი ხასიათის სპეციფიკურ თვისებებს. ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული კი მწვანეთვალება ან ცისფერთვალა ადამიანები არიან – ეს იმიტომ, რომ მათი თვალის ფერი ერთდროულად ორი ფერის ნაზავია, ამიტომ ისინი, როგორც წესი, მრავალმხრივები და საინტერესოები არიან.

ღია ფერის თვალის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ორგვარი ენერგეტიკის თავსებადობა, მათში არის როგორც დონორის, ისე ენერგოვამპირის პოტენციალი. ზუსტად ამიტომ არიან ისინი ძალზე სიცოცხლისუნარიანები, ჯიუტები, პრინციპულები, მიზანსწრაფულები, მებრძოლები. მათი უმრავლესობა ისახავს მიზანს და ჯიუტად მიიწევს წინ.

ადამიანები, რომელთაც მწვანე ან ცისფერი თვალები აქვთ ავტორიტეტით სარგებლობენ გარშემო მყოფებს შორის. არიან კარგი ორგანიზატორები. ხშირად გვხვდებიან ლიდერულ პოზიციებზე, თუმცა ბევრი მათგანი სულაც არ ილტვის ლიდერობისკენ რეალურად. ამ ხალხს არ სჭირდება ლიდერობა, თუმცა სურთ, რომ გარშემო მყოფებს პატივისცემა გააჩნდეთ მათი პერსონის მიმართ. ისინი საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალები არიან. გადაწყვეტილების მიღებისას გონებასა და გულს ერთნაირად უგდებენ ყურს. რთულ სიტუაციებში ყოველთვის პოულობენ გამოსავალს. ცხოვრებას რეალისტურად უყურებენ. კომუნიკაბელურები არიან, თუმცა მათი ჭეშმარიტი ბუნების ამოცნობა ყველაზე ახლო მეგობრებსაც არ შეუძლიათ. დღეს ერთნი არიან, ხვალ – სხვა. აქვთ შესანიშნავი ინტუიცია, მათ შორის ბევრი წინასწარმეტყველი და ექსტრასენსი გვხვდება. ამ ხალხს შესანიშნავად შეუძლია სხვებით მანიპულირება, თუმცა ამას ხშირად დიპლომატიური გზით აკეთებენ. ამაყები და ამბიციურები არიან. თუმცა გარეგნულად ყოველთვის ინარჩუნებენ თავმდაბლობას. პირად ურთიერთობებში ემოციურობა ახასიათებთ, მიჯაჭვულობა პარტნიორის მიმართ და საკმაოდ ერთგულებიც არიან თუ ვინმე შეიყვარეს. ისინი პრეტენზიულები არიან მეორე ნახევრის არჩევანში, ამიტომ ზოგჯერ მთელ ცხოვრებას ატარებენ სულით მონათესავე ადამიანის ძებნაში. ამ ხალხს ხშირად ადარებენ კატას – გარეგნულად ცივები და თავნებები, შინაგანად მოსიყვარულეები არიან. თუმცა, მხოლოდ მათთვის, ვისაც გულის კარი გაუღეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!