დღეს, ღია კარის დღის ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მიღების მსურველი სტუდენტების მიღება–რეგისტრაცია გაიმართა.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თეონა ხუფენიას ინფორმაციით, უნივერსიტეტი პროგრამას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. “ზოგადად, საქართველოში, ქვეყნისთვის პრიორიტეტულია პროფესიული განათლება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სიახლეები, რაც ზოგადად პროფესიულ განათლებაში ხდება, გულისხმობს საგნობრივი ტიპის პროფესიული განათლების გადაყვანას და მოდიფიცირებას მოდულურის პრინციპზე. მოდულურმა გააჩინა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რასაც ჰქვია დუალური პროფესიული განათლება“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=HWaT1GADvHw[/embedyt]
გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა თამარ ქიტიაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი არის პიონერი სასწავლებელი, რომელმაც 2017 წლიდან დაიწყო დუალური პროგრამების დანერგვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. „კერძოდ კი მეხილეობის პროგრამა დაინერგა საპილოტე რეჟიმში. წელს უკვე მეორე მიღება გვაქვს. ეს პროგრამა უნიკალურია“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=fdGjzFai28U[/embedyt]
სასწავლო პროექტში ჩართულია კომპანია „აგროსახლი“. კომპანიის წარმომადგენელმა მაია მიქავამ აღნიშნა, რომ ეს არის საპილოტე პროექტი საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს თეორიასთან ერთად, პრაქტიკულ მუშაობას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=rx4wV4a6P0k[/embedyt]
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა შენგელიამ აღნიშნა, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 10 აპრილიდან და გაგრძელდება 22 აპრილის ჩათვლით. მისი განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს, საშუალება აქვს დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=84hudgPLQUM[/embedyt]