- საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, რეისების გეგმური მიღება დილით, 04:00 საათიდან დაიწყო, თუმცა შექმნილი სიტუაციის გამომწვევი მიზეზები დეტალურ გამოძიებას საჭიროებს.
“აეროპორტის შესაბამის სამსახურებს 07:00 საათამდე მიეცათ დრო, ჩაეტარებინათ ყველა საჭირო ღონისძიება იმისათვის, რომ ოპერირების გეგმურ რეჟიმს დავბრუნებოდით. უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს ჩვენმა თანამშრომლებმა. რეისების გეგმური მიღება დილით, 04:00 საათიდან დაიწყო, თუმცა შექმნილი სიტუაციის გამომწვევი მიზეზები დეტალურ გამოძიებას საჭიროებს. ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას აეროპორტის ტერიტორიაზე. უხვი ნალექის პროგნოზი მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი, შესაბამისად ჩვენ მუშაობის საგანგებო რეჟიმში ვრჩებით, “ – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
აეროპორტის ოპერირების შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.
წყარო