- 18:00 მაისს, 17:00 საათზე, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის დიდ სამეჯლისო დარბაზში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით: “ქსოვილით გაცოცხლებული ისტორია”.
“გამოფენის მიზანია წარმოვაჩინოთ, თუ როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა შინამრეწველობისა და ჩაცმულობის მდიდარი ტრადიციები დროსა და სივრცეში, რომელიც შემოგვინახა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის ფონდსაცავებმა. ამ ექსპონატებით დამთვალიერებლებისათვის პირველად გაცოცხლდება ქსოვილის ისტორია”.-აღნიშნულია დადიანების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.