- “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავჯდომარედ ედიშერ თოლორაია დაინიშნა. ინფორმაციას პარლამენტის დეპუტატის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
ედიშერ თოლორაია აღნიშნულ თანამდებობას 2012 –2013 და 2014-2017 წლებში იკავებდა.
2012 წლიდან 2014 წლამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.
2014-2016 წლებში თვითმმართველობის არჩევნებში არჩეულ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლად.
2016-2020 წელს არჩეულ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატად, მეცხრე მოწვევის პარლამენტში.
2020 წელს პროპორციული სიით გახდა მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.