- კონკურსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, წელს კონკურსი მიეძღვნა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს. კონკურსანტებმა გადაწერეს ქართველი და უკრაინელი ავტორების ტექსტები.
წელს კონკურსს 90-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.