დღეს, ქალაქ ზუგდიდის მერიის დარბაზში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ქართველებთან და საქართველოში’’ პრეზენტაცია . ფილმი მოგვითხრობს მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის ბერტა ფონ ზუტნერის ზუგდიდში ხუთწლიანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდს.
ფილმი გადაღებულია როგორც ქალაქში, ისე მუზეუმში, ბოტანიკურ ბაღში, რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმში, მარტვილში. შეხვედრაზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსმა ბესიკ არახამიამ აღნიშნა, ყველა ავსტრიელმა იცის, რომ მათი სიამაყე ბერტა ფონ ზუტნერია, მაგრამ ყველა ავსტრიელმა არ იცის, ზუტნერები საქართველოში, კერძოდ, ზუგდიდში ჩამოყალიბდნენ მწერლებად. სწორედ ზუგდიდში გატარებულ წლებს ასახელებს თავისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების მიზეზად და ხმამაღლა აცხადებს, რომ არა ზუგდიდში გატარებული წლები, ის ვერასოდეს გახდებოდა ისეთი ბერტა ფონ ზუტნერი, როგორსაც მას მთელი მსოფლიო იცნობდა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=dfY1xX0efvU[/embedyt]
ფილმის შეფასებისას ზუგდიდის მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ აღნიშნა, რომ ფილმი ძალიან კარგი და სასარგებლო გამოვიდა. მისი თქმით, საჭიროა შემეცნებით-სამეცნიერო ფილმების ჩვენება ახალგაზრდებისათვის. ფილმში ბერტა ფუნ ზუტნერის შემსრულებელი არის მანანა აკობია. მისი თქმით, ფილმის ნახვამ მოლოდინს გადააჭარბა. „ ჩემთვის დიდი პატივი იყო მონაწილეობა მიმეღო ამ ფილმში და განმესახირებინა ეს ქალბატონი.
ფილმი მომზადდა მერიის დაკვეთით და ტენდერში გამარჯვებულმა ჯგუფმა მოამზადა.