“ქალი, სიცოცხლე და გაზაფხული”


 ქალაქის მერიამ არტგალერეაში ზუგდიდელებისათვის ცნობილ და ღვაწლმოსილ ქალბატონებს დედის დღე და დამდეგი რვა მარტი მიულოცა. მათთვის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და №1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს როგორც სასიმღერო, ისე საცეკვაო ნომრები. ,,ზუგდიდელებთან” საუბარში ზამირა ღადუამ აღნიშნა, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მოაწყო ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ქალი, სიცოცხლე და გაზაფხული”. დღევანდელ დღეს არ შეიძლებოდა არ  მოვფერებოდით ღვაწლმოსილ ქალბატონებს – ციალა ქირიას,რომელიც წლების განმავლობაში იყო სკოლის დირექტორი, ნელი ფარცვანიას, რომელიც სპორტულ ამინდს ქმნის ზუგდიდში, ქალბატონებს ლუარა გერგაიას, ნონა წასიძეს, გული ქარჩავას, კლარა ფაჩუაშვილს. ვფიქრობ, დღევანდელი დღით კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერება ქალაქის მერიაში. ღვაწლმოსილ ქალბატონებს მერიისგან სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!