თბილისში, ქალთა სოლიდარობის მარშს, ზუგდიდშიც შეუერთდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები ქალაქის ხეივანთან შეიკრიბდნენ. მათ პლაკატები ჰქონდათ ხელში: „ნუ გაჩუმდები!“ „უთხარი არა ძალადობას,“ „პოლიცია, დასაჯე მოძალადე“.
სამოქალაქო აქტივისტისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანლმა ციცინო შენგელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციით მათ სურთ ქალებს მოუწოდონ ძალადობის წინააღმდეგ აიმაღლონ ხმა. „დღეს შეგვიძლია ქალებმა ვანახოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის დაცვა და წინააღმდეგობა გავუწიოთ ძალადობას“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=4jSbPzLB3PQ[/embedyt]
აქციაზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურია. მან აღნიშნა, რომ არ შეიძლება საზოგადოება იყოს ჩუმად ნებისმიერი სახის ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში. მისი აზრით, საზოგადოება აქტიური უნდა იყოს და ძალადობას არა უნდა უთხრან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=QrXZCxjKUvI[/embedyt]
„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის კონსულტანტმა ცაბუნია ვართაგავამ თქვა, რომ აქციაში მოსვლით მან სოლიდარობა გამოუცხადა იმ ქალებს, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადეს ძალადობა. მისი აზრით, სექსუალური შევიწროებაც არის ძალადობის ერთ-ერთი სახე და მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ ეს ქმედება გახდეს დასჯადი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=3zKhnSdfk1w[/embedyt]
მოგვიაანებით აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს.