- ქალთა მოძრაობა GEORGIAN WOMEN’S MOVEMENT აქვეყნებს განცხადებას, სადაც საუბარია იმ სექსისტურ მიმართვებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატისადმი.
მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას და მმართველ პარტიას, საკუთარი რიგებიდან გარიცხოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაცია, რომელიც ერთ-ერთი ასეთი მიმართვისა და პოსტის ავტორად ითვლება.