- ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, 8 მარტს 19:00 საათზე სპექტაკლი “შაშვი შაშვი მაყვალი ” გაიმართება, რომელიც მიეძღვენება ქალებს.
“27 თებერვალს შედგა თეატრის წარმატებული გასტროლი თბილისში, გრიბოედოვის თეატრში, სპექტაკლით “შაშვი შაშვი მაყვალი”. ამჯერად კი ზუგდიდელი ქალებისთვის და არა მარტო მათთვის იქნება წამოდგენილი.
ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ეხმიანება ქალთა უფლებების დაცვის თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების იდეის თემას”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.