- ჩემი მასპინძელია ინეზა ჯული ზაქარაია, ქალაქის მე – 15 საბავშვო ბაღის გამგე. ქალბატონ ჯულის ბევრი სირთულე აქვს გადატანილი ცხოვრებაში, მაგრამ პატარებთან ურთიერთობა ულამაზებს ცხოვრებას.
-ქალბატონო, ინეზა, გაეცანით ზუგდიდელებს!
– მე ძირითადად ვარ წალენჯიხიდან, დამთავრებული მაქვს წალენჯიხის საშუალო სკოლა. ჩავირიცხე სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე. მისი დამთავრების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა-მეთოდიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დავიწყე წალენჯიხის საშუალო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად. 1966 წლიდან, ვცხოვრობ ზუგდიდში. მუშაობა დავიწყე აღმზრდელად მე-15 საბავშვო ბაღში. პატარების აღზრდას მივუძღვენი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი. ჩემი მშობლებიც პედაგოგები იყვნენ და ბავშვობიდან მქონდა ოცნება პედაგოგი გავმხდარვიყავი. მიყვარს ჩემი პროფესია.
-ქალბატონო ინეზა, პედაგოგთა გუნდზე მოგვიყევით…
– გვყავს 29 თანამშრომელი: აღმზრდელები: ზოია კვარაცხელია, მარინა ნანეიშვილი, ფატმან გაბედავა და ეკატერინე გადელია. შემცვლელი მასწავლებლები: ლონდა ჯოჯუა, ეკატერინე ქადარია, თამარ გოგია, ფატიმა ჩომახია, ნინო ჩუხუა, ხატია წულაია. სპეც მასწავლებლები: თამარ ჯიქია, გვანცა რაფავა, ლალი ბიგვავა, ნონა გარდავა. მუსიკის მასწავლებელი თამუნა ხორავა. აღმზრდელის თანაშემწეები: ნელი ბუაძე, მაია ჭიჭინაძე, ფიქრია მიქაუტაძე, ნანა ხასია, ანა ოდილაძე. მზარეულები: გულნაზ ჟვანია და ხათუნა ქაჯაია. მედდა: ნანა ქირია. დამლაგებელი ელდინო თოდუა. ცეცხლფარეში თენგიზ სიჭინავა. სოც დასაქმებულები: ლელა შამუგია, დიანა ჭანია, ნატო ძიმისტარაშვილი და შალვა შეროზია.
ამჟამად, საბავშვო ბაღში ირიცხება 70 აღსაზრდელი. 3-4 წლიანები 2 ჯგუფი. 4-5 წლიანები, 5-6 წლიანები და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრირებული ჯგუფი.
-საბავშვო ბაღის აღსაზრდელების კვებაზე რას იტყვით?
-სამჯერადი კვება აქვთ პატარებს-საუზმე, სადილი, სამხარი…
-პატარებს მხიარულ ღონისძიებებში მონაწილეობა უყვართ…
– ამიტომაც ჩვენს საბავშვო ბაღში არაერთი ღონისძიება ტარდება მათთვის. როგორიცაა: შემოდგომის გაცილება, საახალწლო ზეიმები, დედის დღე, ბავშვთა დღე, სპორტული შეჯიბრებები, უფროსი ჯგუფის საზეიმო გაცილება „ჩვენ სკოლაში მივდივართ”.
– ქალბატონო ინეზა, მოგვიყევით თქვენს ოჯახზე...
– მეუღლე სერგო ჩაჩიბაია ადრე გარდამეცვალა. თავად მომიხდა ცხოვრების მძიმე გზების გაკაფვა. მყავს ქალიშვილი ცირა ჩაჩიბაია, რომელიც ცხოვრობს თბილისში თავის ოჯახთან ერთად. სიძე გახლავთ დათო ჯიბღაშვილი. მყავს შვილიშვილები: ლევანი, ხატია ჯიბღაშვილები და ტატო ჩაჩიბაია, რომელიც ჩემი გარდაცვლილი ვაჟიშვილის, ბაჩო ჩაჩიბაიას პატივსაცემად ატარებს ჩაჩიბაიების გვარს.
– ქალბატონო ინეზა, რა არ გიყვართ ცხოვრებაში?
– თავის გამოჩენა და ტრაბახი. ვარ თავმდაბალი.
– თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
– მიყვარს წიგნის კითხვა.
– რას უსურვებდით ზუგდიდელებს?
– მიყვარს ზუგდიდი და ზუგდიდელები. ვუსურვებ მათ დიდ წარმატებებს და მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრებას.
მასალა მოამზადა როზა როგავამ