ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შესახებ


სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 24 მაისს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება, 23:00 საათიდან კი მთლიანად ჩაიკეტება, გამსახურდიას გამზირი და თავისუფლების მოედანი. რის შემდეგაც ტერიტორიაზე კონსტრუქციების და პავილიონების სამონტაჟო სამუშაოები დაიწყება. გამსახურდიას გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება 25 და 26 მაისსაც. ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე წელს განსაკურებულად აღინიშნება. ღონისძიებები იმართება თავისუფლების მოედანსა და ცენტრალური ბულვარის ორივე მხარეს


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!