ქალაქის ტერიტორიაზე დაიწყება აზიური ფაროსანას შეწამვლა


27 სექტემბერს 07:00 საათიდან 12:00 საათამდე და 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, დაიწყება აზიურის ფაროსანას შეწამვლა თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწმიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს:გამოიჩინოთ ყურადღება და არსებობის შემთხვევაში მოახდინოთ წყლის ჭების დროებით გადახურვა! წამლობის პროცესში 15-20 წუთის განმავლობაში მოერიდოთ თერმულ ნისლს და დახუროთ შენობების კარ-ფანჯრები! ქიმიური დამუშავების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის! შეწამვლითი ღონისძიებები ქალაქის მასშტაბით, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 30 სექტემბერს დასრულდება.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!