- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე რეგისტრირებულ იქნა ორი ფრაქცია:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომლის თავმჯდომარეა გიორგი კორტავა. მეორე ფრაქციაა „ხალხის ძალა“, რომლის თავმჯდომარეა ბეჟან შანავა.
ასევე, არჩეულ იქნა კომისიების თავმჯდომარეები:
განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხთა კომისია მაიზერ ნანავა;
ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია ედიტა კოდუა;
იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია გაბრიელ ხარებავა;
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია თამუნა ჯიქია;
საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისია ირაკლი გოგოხია.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო 50 წევრისგან შედგება. მმართველი პარტია წარმოდგენილია 35 მაჟორიტარული სისტემით არჩეული და 13 პროპორციული სისტემით არჩეული საკრებულოს წევრით, ხოლო ოპოზიციური პარტიებიდან „გახარია საქართველოსთვის“ ერთი წევრი და „ძლიერი საქართველო-ლელო” ერთი წევრი.
