- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ზუგდიდელმა სამოქალაქო აქტივისტებმა, გააპროტესტეს, ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ზაზა ფარცვანიას ფეისბუქპოსტი, სადაც მან აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
- ზუგდიდარი სამოქალაქო აქტივისტემქ პროტესტი გუმოხანტეს
სამოქალაქო აქტივისტები ზაზა ფარცვანიას სამსახურის შესასვლელთან სასტვენებით დახვდნენ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატი წარწერით: “ზაზა ფარცვანია ზუგდიდის სირცხვილია”.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მიშიკო ზალიკაშვილმა განაცხადა: “ემზარ კვიციანის საქციელით არავინ არის კმაყოფილი. მან ძალიან ცუდი რამ გააკეთა, ბავშვებს მიყენა შეურაცხყოფა. ახალგაზრდა აქტივისტებს შეაფურთხა, შეაგინა, ხელიც გაარტყა. ზაზა ფარცვანია, რომელიც აქ ზის და ამ ყველაფერს “აპრავებს” და კომენტარს წერს ესენი “დედლები” არიანო და “დასაჩინჩლი” არიანო, ამას ვაპროტესტებთ. თავიდან ბოლომდე, ამათი საქციელი სირცხვილია. მთელი “საქოცეთი” არის სირცხვილი. “ქოცობა” სირცხვილია. ყოველთვის, ყოველ დღე, გავაპროტესტებთ უკანონობას, უსამართლობას ახალგაზრდების და მთელი ერის მიმართ”.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ზაზა ფარცვანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.