„არანაირი დამოუკიდებელი სააგენტო რეალურად არ არის სახეზე, რადგან საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში.
მის ხელმძღვანელს გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. რეალურად კონტროლის ის საპარლამენტო ფორმა, რაც შემოთავაზებულია კანონპროექტით იქნება ფორმალური, სამწუხაროდ, ჩვენ ვიღებთ რეალობას, როდესაც არაფერი არ იცვლებ.ა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავ რჩება მოსმენის შესაძლებლობა და სახელმწიფო ამ რეფორმისთვის ხარჯავს 30 მილიონზე მეტს, რაც აბსოლუტურად გაუგებარია და აცდენილია ლოგიკას- განაცხადა საჯაიამ ჟურნალისტებთან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pcIAQ1TMqXw[/embedyt]
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო’’ მიიჩნევს, რომ „როდესაც ქვეყანას აქვს პრეტეზცია იყოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო, მან ადამიანის უფლებებიც უნდა დაიცვას, სწორედ ამ სტანდარტით. ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგი გზა იქნება მივმართოთ საერთაშორისო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ევროპულმა სასამართლომ იმსჯელოს რამდენად არის ეს სისტემა კანონიერი და რამდენად იძლევა გარანტიას ჩვენი პირადი ცხოვრება იქნება დაცული’’.