- დღეს, 12 იანვარს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია, გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და ჩატარდეს ხელახალი, არჩევნები.
აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს გაზეთ ,,ბათუმელებს”.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდშიც, როგორც საქართველოს სხვა, რამდენიმე ქალაქში გამართული აქციების მონაწილეები, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას, აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას და ევროინტეგრაციის კურსთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გახსნას.