უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის საცდელი ტესტირება 2 თებერვალს ჩატარდება


  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის, საცდელ ტესტირებას, 2 თებერვალს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ონლაინ რეჟიმში ჩაატარებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრეტესტის გავლა იმ სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებიც 4 თებერვალს დაგეგმილი გამოცდის ჩასაბარებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უკვე დარეგისტრირდნენ.

“საცდელი ტესტირების მიზანია, აპლიკანტები გაეცნონ ტესტირების ელექტრონულ სისტემას, გამოცდის ფორმატს და პროცედურებს, რომელიც შეფასების გარეშე ტარდება და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. 

აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს გამოსაცდელების დროის მართვის უნარების განვითარებასა და ტესტირების გარემოსთან ადაპტაციას.”-აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

საცდელ ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე https://profpretest.naec.ge/


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!