უცნობი “სიგელ-გუჯარი” ხელნაწერთა ფონდის კოლექციიდან


  • ძველი ქართული მწერლობის შესახებ ყოველი ახალი თხზულება, თუ ისტორიულ-ბიოგრაფიული ცნობა ფრიად მნიშნელოვანია ქართველი მეცნიერებისათვის და ზოგადად ქართველი მკითხველისათვის.

დღეს, როდესაც ჩვენს სიძველეთსაცავებში დაცული უძვირფასესი ძველი ქართული ხელნაწერები თითქმის სრულადაა აღწერილი, თხზულებებით და ცნობებით არა ვართ განებივრებული, ზოგიერთი მათგანი იშვიათად გამოჩნდება ხოლმე, ვფიქრობთ, ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდსაცავში დაცული ,,ხელნაწერი წიგნების კოლექცია’’, ხელნაწერები (სიგელ- გუჯრები, ისტორიული დოკუმენტები, საკანცელარიო არქივი, ლიტერატურული წერილების კოლექციები, ეპისტოლარული წერილები, ფრანგული ხელნაწერების კოლექციები, სამხედრო არქივი, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს შეიცავს, არა მხოლოდ ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორიისათვის, არამედ სრულიად ქრისტიანული კულტურის კვლევისათვის.

მოგეხსენებათ, დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურული მუზეუმი დაარსდა სამეგრელოს ბრწყინვალე მთავრის, დავით ლევანის ძე დადიანის ქონებისა, უნიკალური წიგნსაცავსაგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია – მონასტრებიდან გადმოტანილ, ქართულ სიძველეთა ბაზაზე.

მუზეუმის ფონდსაცავებში დაცულია 80 000 ექსპონატი, ეროვნული და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები – ბრინჯაოს ხანიდან, მე-19 საუკუნის დასასრულის, დადიანების უნიკალური მემორიალური ნივთებით დამთავრებული.

მკითხველს ვთავაზობთ უნიკალურ სიგელ – გუჯაარს, როელსაც ხელნაწერთა ფონდის ისტორიულ დოკუმენტებში მივაკვლიეთ – “სიგელი არაბული ანბანით დაწერილი გუსიევის სახელზე გაცემული“.

ჩვენი მიზანია უნიკალური მასალის მიწოდება დაინტრესებულ მკითხველთათვის. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, ამ უნიკალური სიგელ-გუჯარის მხატვრული შემკულობა, დაფერილი ოქროს საღებავებით, ულამაზესი აღმოსავლური მხატვრული შემკულობით.

ქართული სამართლის მეცნიერებას დიდი ხნის ისტორია არა აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქართული თავისთავადი სახელმწიფოებრიობა და სამართალი ყალიბდება ჩვ.წ.აღ.- მდე პირველ ათასწლეულში, ბუნებრივია, შედარებით დაგვიანებულად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ ქართული სახელმწიფოსა და სამართლის კვლევა მე-18 საუკუნეში დაიწყო.

ქართული სამართლის შესწავლის მოთავედ უნდა მივიჩნიოთ ვახტანგ მე-VI. მისი დიდი დამსახურება ის არის, რომ ,,იგულვა და იგულმოდგინა და შემოიკრიბნა ყოველნი წიგნი სამართლისანი, რომელნი ჟამთა ვითარებითა თვითოეულად მიმობნეული იყო’’. ამ გზით ვახტანგ VI-მ სჯულმდებელობის დიდი კრებული შეადგინა და ამით საქართველოს ისტორიაში ქართული სამართლის პირველი მკვლევარის, მეისტორიის სახელი დაიმკვიდრა. ასევე დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ ბატონიშვილებს, ვახუშტი, იოანე, დავით ბატონიშვილებს, მარი ბროსეს (ფრანგი ქართველოლოგი), პლატონ იოსელიანს, დიმიტრი ბაქრაძეს, დავით ფურცელაძეს, ალექსანდრე ხახანაშვილს, თედო ჟორდანიას, ექვთიმე თაყაიშვილს, მიხეილ ჯავახიშვილსა და ა.შ.

ფეოდალურ საქართველოში აქტების სხვადასხვა სახეებს ვხვდებით: მათ შორის წიგნი, სიგელი, გუჯარი, წერილი, ბრძანება, ხელწერილი, პატაკი, ოქმი.

სიგელი და გუჯარი – მეფის ან დიდებული ფეოდალის მიერ ნაბოძებ საბუთს ეწოდებოდა. სიგელის მნიშვნელობის გამოსახატავად, ზოგჯერ ბრძანება და პატაკი გამოიყენებოდა, პატაკი იგივე სიგელია.

მკითხველს ვთავაზობთ, დადიანების სასახლეთა ისტორიული არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულ უნიკალური სიგელ-გუჯარის ფოტოს.

ახალი და უახლესი ისტორიის ფონდის მცველი

სვეტლანა მიქავა

სამკითხველო დარბაზის ადმინისტრატორი

ნინო შონია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!