- უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა: “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ, 81-ე სადესანტო ბრიგადამ, უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებთან და კულჩიცკის ბატალიონთან ერთად გაათავისუფლა და კონტროლქვეშ აიყვანა დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლება“, – წერს ტიმოშენკო.