- უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 323 ბავშვი დაიღუპა და 583 დაშავდა.
უწყების ცნობით, მაჩვენებლები ზუსტი არ არის, რადგან შემთხვევების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების ოლქებიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ვერ ხერხდება.
ბავშვების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, რომელსაც ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის ოლქები მოსდევს.