- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.
გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ერნესტ მაჭარაშვილის სიცოცხლე შეეწირა.
“კიდევ ერთი ბიჭი მოგვიკლეს ღორისშვილებმა! ბოროტებასთან ბრძოლაში მაჭარაშვილების ოჯახმა უკვე მეორე ვაჟკაცი დაკარგა.”
ინფორმაციისთვის: ერნესტ მაჭარაშვილი 25-ე ქართველი სამხედროა, უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა.