- უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში ჩამოასვენეს. მოქალაქეები დაღუპულთა ჩამოსვენებას სანთლებით, ასევე საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.
ქართველი მებრძოლები ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს დაიღუპნენ.