უკანონო თვევზჭერის 52 ფაქტი გამოვლინდა


  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 52 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უწყების ცნობით, უმეტეს შემთხვევაში, სამართალდამრღვევები თევზის მოპოვებას თევზჭერის აკრძალული საშუალებების – სახლართი ბადეებისა და ე.წ. ელექტროშოკური აპარატების გამოყენებით ახდენდნენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია 8 და დალუქულია 23 ერთეული მასობრივი განადგურების საშუალება; დალუქულია 2000 მ სიგრძის სახლართი ბადეც.

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი – 15 ფაქტი გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილია 9 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი, ქვემო ქართლში – 4, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 4, კახეთში – 1, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზეც – 1.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი. რაც შეეხება დედაქალაქს, 2021 წლის 1 იანვრიდან მარტის ჩათვლით, თბილისში, უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა.

უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ, დაახლოებით, 22 კგ შეადგინა. უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები არსებული რეგულაციების გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობენ, რომლებსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!