გაცნობებთ, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი „ზრდა“, რომელსაც ახორციელებს ქემონიქს ინთერნეიშელი, გეგმავს ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სასერთიფიკატო კურსის ჩატარებას სასტუმროს ადმინისტრირების საკითხებზე, მიკრო, მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელებისა და მენეჯერებისთვის.
ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტი (https://www.ahla.com/; https://www.ahlei.org/) არის საყოველთაოდ აღიარებული მსოფლიო ლიდერი ტურიზმისა და სასტუმროების ინდუსტრიაში სასერთიფიკატო ტრენინგების ჩატარებაში.
შემოთავაზებული ტრენინგ კურსი მოიცავს სასტუმროს ადმინისტრირების ყველა ძირითად საკითხს, როგორიცაა: . სასტუმროს მენეჯმენტის და მასპინძლობის ინდუსტრიის ზოგადი საკითხები, სასტუმროს მიღება-განთავსების სფეროს მუშაობა, დასუფთავების სფეროს მუშაობა, კვების სფეროს მუშაობა და თანამშრომელთა მართვის საკითხები სასტუმრო ბიზნესში.
ტრენინგი მიკრო, მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელებსა და მენეჯერებს დაეხმარება უფრო წარმატებული გახადონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა და საუკეთესო მომსახურეობა შესთავაზონ როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ტურისტებს.
ტრენინგები ჩატარდება საქართველოს 4 რეგიონში (სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი).
USAID/ზრდას დაკვეთით, სერტიფიცირებულ ტრენინგებს განახორციელებს ამერიკის სასტუმროების და განთავსების ასოციაციის სერტიფიცირებული პარტნიორი საქართველოში კომპნია „ქი მენეჯმენტ სოლუშენს“ (KMS Georgia ).
კურსი ჩატარდება მიმდინარე წელს 5-დან 15 ნოემბრამდე. დაინტერესებულ პირებს კურსზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დღეიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით. კურსის მონაწილეებს გადაეცემათ ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიკატი, რაც მათ სასტუმროებს მეტ სანდოობას შესძენს და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩამოსული სტუმრებისთვის .
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ტელ: 995-322-250-567 ; 598 95 73 95