- ღვინის ეროვნული სააგენტოს და იაპონური საერთაშორისო კონკურსის „SAKURA Japan Women’s Wine Awards“ მხარდაჭერით, ქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება ორ ნაწილს მოიცავდა: ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას და ქართული ღვინისა და იაპონური სამზარეულოს შეხამების მასტერკლასს.
ტოკიოში გამართულ ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.