სუს-ის ინფორმაციით, სოფელ რიყედან 21 წლის მამაკაცის შესაძლო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი


  • არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სამეგრელოდან, სოფელ რიყედან 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მამაკაცის დაკავების თაობაზე ინფორმაციის გადამოწმების პროცედურა მიმდინარეობს.

„უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ამ ეტაპზე ცხელი ხაზის საშუალებით ოფიციალურად არ ადასტურებენ უკანონო დაკავების ფაქტს. მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და ინფორმაცია მოწმდება“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!