- სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენის დროს ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას:
ვარგისიანობის ვადებს (მიმდინარე წელს, სავაჭრო ქსელებში, 334 ვადაგასული სურსათის შემთხვევაა გამოვლენილი);
ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტების შემცველობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს სხვა ჩამონათვალისგან შრიფტის, ფონის, სტილით ან ფერით);
სურსათის კვებითი და ენერგეტიკულ ღირებულებას, საკვებდანამტების და არომატიზატორების შესახებ ინფორმაციას და ა.შ.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დატოვოს შეტყობინება ცხელ ხაზზე-15-01.




