- სურსათის ეროვნული სააგენტო, ბაზარზე უხარისხო მცენარეთა დაცვის საშუალებების განთავსების აღკვეთის მიზნით, სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 300-მდე ობიექტში, საიდანაც 29 შემთხვევაში გამოვლინდა ეტიკეტირების წესის, შენახვისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.
“გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს. დღეისათვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტია რეგისტრირებული. მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამით დაგეგმილია ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმება, ასევე აღებული და გამოკვლეული იქნება პრეპარატების 500-მდე ნიმუში. შემოწმებისას ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.