- დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სამკითხველო დარბაზში, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, არქეოლოგ ლაშა ჯიქიას ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებთან.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ მუზეუმში დაცულ ნუმიზმატიკურ მასალებს.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი და არქეოლოგიის ფონდის მცველი.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ნასწავლ მასალას პრაქტიკაში, უშუალოდ ექსპონატებზე დაყრდნობით გაცნობოდნენ
