- ზუგდიდში, გამარჯვების ქ #26-ში (ყოფილი სტალინის ქუჩა), გაიხსნა სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ პალასი“, რომელმაც უკვე დაიმსახურა პაციენტების მადლიერება.
“ზუგდიდელებთან“ საუბრობს “დენტალ პალასის” ხელმძღვანელი, ექიმი ორთოდონტი მამუკა ბოხუა: – “ექვსი წლის წინ, მე და ჩემს მეუღლეს, ანა ფაცაციას, ჩვენ კოლეგები ვართ, გვყავს ორი შვილი, დაგვებადა იდეა გაგვეხსნა სტომატოლოგიური კლინიკა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით ჩვენი მიზნისკენ და განვახორციელეთ კიდეც, დავაფუძნეთ კლინიკა „დენტალ პალასი“. ანა, დღეს, ამ კლინიკის თერაპიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს. ნებისმიერი სახის სერვისი, რაც კი სტომატოლოგიაში არსებობს, ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია. სიახლეა სტომატოლოგიაში გნათოლოგიის მხრივ. ეს არის საფეთქელ ქვედა ყბის სახსრის დიაგნოსტიკა და მკურნალობა და ეს სიახლე ჩვენს კლინიკაშიც უკვე დაინერგა. ასევე, კლინიკაში, ხორციელდება იმპლანტაცია – უსისხლო, ანუ ეგრეთწოდებული ნავიგაციური მეთოდით. კლინიკის კოლექტივი დაკომპლექტებულია გამოცდილი, ახალგაზრდული, პერსპექტიული, შრომისმოყვარე პროფესიონალებით: მამუკა ბოხუა, – ექიმ-ორთოდონტი, ანა ფაცაცია,- ექიმ-თერაპევტი, თამთა თაკალანძე, – ექიმ-თერაპევტი, გიორგი თოდუა,– იმპლანტოლოგ-ორთოპედი, ლევან პაჭკორია,-იმპლანტოლოგ ყბა-სახის ქირურგი, უკვე გამოცდილი სპეციალისტები არიან და არაერთი მადლიერი პაციენტი ჰყავთ. თითოეულ მათგანს ათი-თხუთმეტწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. კლინიკაში, ნებისმიერი ხარისხის მასალის მანიპულაცია მაღალ დონეზეა და მომხმარებელი არ არის შეზღუდული თავის არჩევანში. მჯერა, „დენტალ პალასი“ ყველა ზუგდიდელის არჩევანი იქნება.
მობრძანდით, აქ დაგხვდებათ ევროსტანდარტებით აღჭურვილი სტომატოლოგიური კლინიკა სასიამოვნო და თბილი გარემოთი, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით. თუ თვლი, რომ მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურება შენი პრიორიტეტია, ეწვიე სტომატოლოგიურ კლინიკა “დენტალ პალასს“, სადაც ხარისხი მთავარი სტანდარტია. აქ პაციენტებს საშუალება ეძლევათ ჩაიტარონ ყველა სახის სტომატოლოგიური პროცედურა ხარისხიანად და უმტკივნეულოდ. კლინიკაში ჰიგიენური ნორმა მკაცრად არის დაცული. მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამარჯვების #26.
Ნომერი დამიტოვეთ თუ შეიდზლება