სოფელ ერგეტაში უკანონო საამქრო გამოავლინეს


  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 უკანონო სახერხი საამქრო სამეგრელოში გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ცირკული ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 9 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”.-აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!