საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 17 საჯარო სკოლას სხვადსხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გარკვეული თანხა გამოეყოფა. ჯუმის საჯარო სკოლა თანხას სასმელი წყლის მომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიიღებს.
სანიტარული კვანძის რეაბილიტაციისთვის თანხა გამოეყოფა დარჩელის N 1 და N 2, ინგირის N 1, აბასთუმანისა და კოკის საჯარო სკოლებს. ოქტომბერის საჯარო სკოლას, სკოლის ეზოს ღობის რეაბილიტაცია თანადაუფინანსდება
რუხის საჯარო სკოლას (ნაწულუკუს შერწყმული სკოლა) თანხა სკოლის ეზოს შემოკავებისთვის გამოეყოფა. საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სკოლის ეზოს მარჯვენა და უკანა პერიმეტრის შემოკავებისთვის გარკვეული თანხა ახალკახათის საჯარო სკოლას გამოეყოფა. ოქტომბერის საჯარო სკოლას ფოიესა და დერეფნის კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუფინანსდება. შამგონას სკოლა სპორტული დარბაზის ფანჯრებისა და იატაკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანადაფინანსდება. ონარიის საჯარო სკოლას, საკლასო ოთახების კარების რეაბილიტაციის თანხა დაუფინანსდება. დიდინეძის საჯარო სკოლას თანხა სკოლის სააქტო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოეყოფა. დარჩელის N 1 საჯარო სკოლა თანხას სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის მიიღებს. ყულიშკარის საჯარო სკოლა ეზოს შემოკავებისთვის. ჯიხაშკარის N 1 საჯარო სკოლა საკლასო ოთახების რებილიტაციისთვის, ხოლო N 2 სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. აგრეთვე ბიუჯეტში გათვალისწინებულია დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამებისა და მომსახურების დაფინანსება. ჯამში კი, საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამისთვის 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარია გამოყოფილი.