სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდა


  • დღეს, 15 სექტემბერს, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდა.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს მიიღო.

დისტანციურ რეჟიმში სწავლება 4 ოქტომბრამდე წარიმართება. 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება.

 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში, მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა, კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 − sixteen =

Akismet ანტისპამი