- სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის თანამშრომლებმა დღევანდელ შეხვედრაზე კალენდარული სამოქმედო გეგმა განიხილეს.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის განყოფილების თანამშრომლებმა სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვის შედეგად, სავალდებულოდ შესავსები ველების ნაწილში, შეირჩა რელევანტური ინდიკატორი.
სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მეთოდისტები.
კალენდარული სამოქმედო გეგმის პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ადმინისტრაციას.