- ჩვენს მიერ, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მანანა მებონიას სკოლის დირექტორის პოსტიდან წასვლას, გამოეხმაურნენ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები. ისინი ამბობენ, რომ სკოლა, კოლეგები, მოსწავლეები, მშობლები არ დაუშვებენ დირექტორის თანამდებობიდან წასვლას.
“ზუგდიდელებთან” საუბარში, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე მარიკა ბაძაღუა ამბობს, “ქალბატონ მანანას გადაწყვეტილება სკოლის დირექტორის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, მოულოდნელი იყო ჩვენთვის. ამ განცხადებამ, შეიძლება ითქვას, სკოლის სასწავლო პროცესის პარალიზება გამოიწვია. სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები ეწინააღმდეგებიან ქალბატონ მანანას გადაწყვეტილებას დირექტორობიდან წასვლის შესახებ და სთხოვენ მას არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც ამ ეტაპზე, დააზიანებს სკოლის ცხოვრებას.”
როგორც სამეურვეო საბჭოს წევრები ამბობენ, სკოლაში მიმდინარეობს შეხვედრა დირექტორთან. სავარაუდოდ, დღის განმავლობაში, იქნება ცნობილი, მანანა მებონიას საბოლოო გადაწყვეტილება.