სერგეენკომ, ზუგდიდში, ახალაშენებული სკრინინგისა და C ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაიწუნა


ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდში ახალაშენებული  სკრინინგისა  და C ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერა და ხარვეზები აღმოაჩინა. მისი განმარტებით, ობიექტი სამშენებლო კომპანიას  2016 წლის ნოემბერში უნდა ჩაებარებინა, თუმცა ხარვეზები დღემდე არსებობს. მინისტრმა კომპანიას 10 დღიანი გამოსასწორებელი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო კომპანიასთან კონტრაქტს გააუქმებს. სამშენებლო კომპანია ენკის  ხელმძღვანელის რევაზ ნაჭყებიას განცხადებით, ხარვეზები უმნიშვნელოა და 10 დღის ვადაში მათი მოგვარება პრობლემა არ იქნება. სკრინინგისა და C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მშენებლობა 1.2 მლნ ლარი ჯდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!