საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა მიერ დოკუმენტების წარდგენის ვადები დადგინდა


  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა განსაზღვრა. ამისთვის კი, სკოლის დირექტორობის უფლების მქონე პირებს სულ 7 დღე ექნებათ. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე – directors.mes.gov.ge.

ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 21 ივნისიდან, 27 ივნისის ჩათვლით პერიოდი.

რეგისტრაციის ბმული გაიხსნება 21 ივნისს, 10:00 საათზე და დაიხურება 27 ივნისს, 00:00 საათზე.

რეგისტრაციისას კონკურსანტებს საშუალება ექნებათ, მონიშნონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. მონიშნული სკოლების შეცვლა შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, გამოქვეყნდება ინფორმაცია აპლიკანტების მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ და აპლიკანტებს დამატებით მიეცემათ ჩამონათვალის შეცვლის შესაძლებლობა 29 ივნისის 09:00 საათიდან 29 ივნისის 00:00 საათამდე.
ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია:

პირადობის ან პასპორტის ასლი;
ფოტოსურათი 3X4;

სამოტივაციო წერილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!