სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყბის 8 მოქალაქე დააკავეს


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სხვადასხვა სასაზღვრო სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული ი. დ., .2002 წელს დაბადებული მ. თ., 1983 წელს დაბადებული ა. ფ., 1997 წელს დაბადებული მ. ა., 1985 წელს დაბადებული მ. რ., 1993 წელს დაბადებული მ. ი., 1981 წელს დაბადებული ო. მ. და 1978 წელს დაბადებული გ. ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ჯგუფურად, უკანონოდ, გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ი. დ.-მ და მ. თ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

ხოლო ბრალდებულები ა. ფ., მ. ა., მ. რ., მ. ი, ო. მ. და გ. ა. სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილი “ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!