ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში 18 საჩივარია შესული. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით, საჩივრები გავლენას არ იქონიებს კენჭისყრის შედეგებზე. “ზუგდიდელებმა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე მოიძია ყველა ის საჩივარი, რომელიც არჩევნების დღეს, 28 ოქტომბერს, დაფისქირდა საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქოში შესული საჩივრების უმრავლესობა ეკუთვნის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. შესაბამისად, საჩივარი დაიწერა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (საჩივარი #71, #55), სადემოსტრაციო ოქმთან დაკავშირებით (საჩივარი#68), მარკირებასთან დაკავშირებით (საჩივარი#62), წილისყრით ფუნქციების განაწილებასთან დაკავშირებით, (საჩივარი#63, #61, #59 , #57, #54), საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, (საჩივარი#60), გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის დარღვევასთან დაკავშირებით (საჩივარი#67, #65, #54), ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, ( საჩივარი#70), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი სააგიტაციო მასალის შესახებ (საჩივარი#58), პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით (საჩივარი#66), საარჩევნო ბიულეტენის შესახებ, ზეწოლასთან დაკავშირებით (საჩივარი#64), ბიულეტენთან დაკავშირებით (საჩივარი#56)
საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები.