საშემოდგომო ბაზრობა უამინდობის გამო გადაიდო


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუხი მოლში, შაბათს, 2 ნოემბერს დაგეგმილი მასშტაბური საშემოდგომო ბაზრობა უამინდობის გამო გადაიდო.

საშემოდგომო ბაზრობა მომავალი კვირის შაბათს, 9 ნოემბერს გაიმართება.  საშემოდგომო ბაზრობაში სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტები მიიღებენ მონაწილეობას.

ბაზრობაზე საბითუმო ფასად წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვადასხვა სახეობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და ფლორისტების გამოფენა-გაყიდვა.
საშემოდგომო ბაზრობაში მონაწილეობის მსურველ მეწარმეებს რეგისტრაციის გავლა რუხი მოლის ადმინისტრაციაში შეეძლებათ.
საშემოდგომო ბაზრობით დაინტერესულ მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტი სავაჭრო ცენტრ ,,ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ყოველ 15 წუთში მოემსახურება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!