- დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული პროგრამების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების წარმომადგენლებმა, საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილებასთან ერთად, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და პროფორიენტაციისა და კარიერის მართვის სპეციალისტებს უმასპინძლეს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქმიან შეხედრაზე იმსჯელეს, შემეცნებით-გასართობ პროექტებზე. განიხილეს და შეიმუშავეს ახალგაზრდების მოზიდვის სტრატეგია და სხვადასხვა მიმართულებით სტუდნტების აქტიურად ჩართულობის სამოქმედო გეგმები დასახეს.