- დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
“დღეს, თბილისის დროით 14:42 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ_ში სოფელ სამებასთან მოხდა 3.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.