- საქართველოში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილა ერთი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 178 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 709, „პისიარ“-ტესტით – 1 469.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,89%, ბოლო 14 დღის – 1,23%, ბოლო 7 დღის – 1,12%.