- საქართველოში კორონავირუსის 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 862 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 933, „პისიარ“ ტესტით – 1 929.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,07%, ბოლო 14 დღის – 1,71%, ბოლო შვიდი დღის – 1,43%.